ლუდისათვის განკუთვნილი ახალი ტიპის აქციზური მარკების ნუმერაციის განმსაზღვრელი სისტემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
167
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2002-06-13
გამოქვეყნების თარიღი
2003-04-03
სარეგისტრაციო კოდი
200120000.11(1).170.005354
ლუდისათვის განკუთვნილი ახალი ტიპის აქციზური მარკების ნუმერაციის განმსაზღვრელი სისტემის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.120.000.11.117.005.354

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №167

2002 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

ლუდისათვის განკუთვნილი ახალი ტიპის აქციზური მარკების ნუმერაციის განმსაზღვრელი სისტემის შესახებ

„საქართველოში ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდისა და თამბაქოს ნაწარმის წარმოებაზე, იმპორტსა და რეალიზაციაზე აქციზური მარკების შემოღების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 მაისის №355 ბრძანებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გასატარებელ აუცილებელ ღონისძიებათა თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 სექტემბრის №532 ბრძანებულების მოთხოვნათა შესრულების, აგრეთვე ლუდისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების აღრიცხვის და გამოყენების მიზნით, ვბრძანებ:

დამტკიცდეს ლუდისათვის განკუთვნილი ახალი ტიპის აქციზური მარკების ნუმერაციის განმსაზღვრელი სისტემის წესი №1 დანართის შესაბამისად.

დანართი: „1” გვერდზე.

მ. გოგიაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია-საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 3 აპრილის ბრძანება №170-სსმIII,№31,07.04.2003წ.,მუხ.247

დანართი №1

ლუდისათვის განკუთვნილი ახალი ტიპის აქციზური მარკები

ლუდისათვის განკუთვნილ ახალი ტიპის აქციზურ მარკებზე აღნიშნულია ლათინური ანბანის ორი ასო-ნიშანი და შვიდციფრიანი რიგითი ნომერი. პირველი ლათინური ანბანის ასო-ნიშანი აღნიშნავს ლუდის ტარის მოცულობას, ხოლო მეორე იცვლება რიგითი ნომრის შევსების შესაბამისად.

ლუდის ტარის მოცულობის აღნიშვნისათვის გამოიყენება შემდეგი ლათინური ანბანის ასო-ნიშნები:

51 გრამიდან 330 გრამის ჩათვლით –  A

250 გრამიდან 330 გრამის ჩათვლით –  B

331 გრამიდან 500 გრამის ჩათვლით –    C

501 გრამიდან 1000 გრამის ჩათვლით –   D

1001 გრამიდან 1500 გრამის ჩათვლით –    E

1501 გრამიდან 2250 გრამის ჩათვლით –  F

2251 გრამიდან 10000 გრამის ჩათვლით – H

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია