"სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 11 აგვისტოს №364 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
296
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2011-06-02
გამოქვეყნების თარიღი
2011-06-03
სარეგისტრაციო კოდი
310150000.08.002.016242
"სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 11 აგვისტოს №364 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №296

2011 წლის 2 ივნისი

ქ. თბილისი

 

„სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 11 აგვისტოს №364 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 11 აგვისტოს №364 ბრძანებულებაში (სსმ III, 2000 წ., №73, მუხ. 685) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების №2 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 

„დანართი №2

 

საქართველოს იმ სამინისტროებისა და უწყებების ჩამონათვალი, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას სარგებლობენ ოპერატიული და სპეციალური დანიშნულების ავტომანქანებით

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

5. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

7. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

8. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო.

9. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო.

10. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.

11. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია.

12. საქართველოს დაზვერვის სამსახური.

13. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება –  საქართველოს პროკურატურა.

14.  საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.

15. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (გამგეობა, მერია) სამხედრო განყოფილებები.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

მ. სააკაშვილი

 


კრებსითი — სრული ვერსია