საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
6
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2004-04-23
გამოქვეყნების თარიღი
2004-05-03
სარეგისტრაციო კოდი
010.010.000.01.001.001.472
საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს კონსტიტუციური კანონი

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

საქართველოს კონსტიტუციის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995 წ., №№31-33, მუხ.668) 52-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი არ მისცემს თანხმობას, პარლამენტის დაკავებული ან დაპატიმრებული წევრი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი      მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 23 აპრილი

№6-Iს

 

კრებსითი — სრული ვერსია