საქართველოს ეროვნული საბჭოს დადგენილება №30 „კომერციული ბანკების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში შესანახი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების შემცირების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
30
მიმღები ორგანო
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
მიღების თარიღი
2003-07-04
გამოქვეყნების თარიღი
2003-09-12
სარეგისტრაციო კოდი
222090000.08.009.005943
საქართველოს ეროვნული საბჭოს დადგენილება №30 „კომერციული ბანკების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში შესანახი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების შემცირების შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 222.090.000.08.009.005.943

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

დადგენილება №30

2003 წლის 4 ივლისი

ქ. თბილისი

კომერციული ბანკების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში შესანახი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების შემცირების შესახებ

საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანული კანონის მე-8 მუხლის “ა” ქვეპუნქტის შესასრულებლად, ამავე კანონის 73-ე მუხლის შესაბამისად, ქვეყანაში შექმნილი მონეტარული ფონისა და საბანკო სისტემის ფუნქციონირებაში მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:

1. კომერციული ბანკის მიერ მოზიდული სახსრების ხარჯზე ეროვნულ ბანკში შენახვის მიზნით მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები 2003 წლის 10 ივლისიდან განისაზღვროს ამ სახსრების 13 პროცენტის ოდენობით.

2.    საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობისა და რეგულირების სამმართველომ უზრუნველყოს ამა წლის ივლისის პირველი დეკადის მონაცემებიდან გამომდინარე, დადგენილი ნორმის მიხედვით სავალდებულო რეზერვების გადაანგარიშება და ნორმის ზევით არსებული თანხების სავალდებულო რეზერვების რეგულირების წესით დადგენილ ვადებში დაბრუნება.

3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ბანკში მოთავსებული მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების შემცირების შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2000 წლის 12 მაისის №21 დადგენილება.

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე      ი. მანაგაძე

შეტანილი ცვლილებები:

1.ძალადაკარგულია-საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2003 წლის 12 სექტემბრის დადგენილება №40-სსმIII,№103,17.09.2003წ.,მუხ.861

 

 

კრებსითი — სრული ვერსია