საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მომზადებისა და ჩატარების პერიოდში საარჩევნო კომისიების სხდომებსა და ხმის მისაცემ შენობებში დასწრების უფლების მისაღებად უცხო ქვეყნისა და უცხოეთის საერთაშორისო ორგანიზაციების მეთვალყურეთა რეგისტრაციის წესის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
108/1999
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
1999-10-04
გამოქვეყნების თარიღი
1999-10-08
სარეგისტრაციო კოდი
000000010.00(8).003.000885
საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მომზადებისა და ჩატარების პერიოდში საარჩევნო კომისიების სხდომებსა და ხმის მისაცემ შენობებში დასწრების უფლების მისაღებად უცხო ქვეყნისა და უცხოეთის საერთაშორისო ორგანიზაციების მეთვალყურეთა რეგისტრაციის წესის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი                      010.008.003.885                                               

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №108 /1999

1999 წლის 4 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მომზადებისა და ჩატარების პერიოდში საარჩევნო კომისიების სხდომებსა და ხმის მისაცემ შენობებში დასწრების უფლების მისაღებად უცხო ქვეყნისა და უცხოეთის საერთაშორისო ორგანიზაციების მეთვალყურეთა რეგისტრაციის წესის შესახებ

"საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

დადგინდეს საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მომზადებისა და ჩატარების პერიოდში საარჩევნო კომისიების სხდომებსა და ხმის მისაცემად შენობებში დასწრების უფლების მისაღებად უცხო ქვეყნისა და უცხოეთის საერთაშორისო ორგანიზაციების მეთვალყურეთა რეგისტრაციის შემდეგი წესი:

ა) რეგისტრაციაში გატარდეს უცხო ქვეყნის ან უცხოეთის საერთაშორისო ორგანიზაციის მხოლოდ ის მეთვალყურე, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა (მეთვალყურეს შეიძლება თან ახლდეს თარჯიმანი);

ბ) მეთვალყურეთა ოდენობა განისაზღროს რეგისტრაციის მსურველი მხარის მიერ;

დ) მეთვალყურეთა რეგისტრაცია, შესაბამისი განაცხადის საფუძველზე, განახორციელოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებამ.

კომისიის თავმჯდომარე                                                                                 ჯ. ლომინაძე

კრებსითი — სრული ვერსია