„ჩოხატაურის მუნციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესების შესახებ“ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №13 დადგენილებაში (სსმ,26.01.2011) ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
40
მიმღები ორგანო
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-05-30
გამოქვეყნების თარიღი
2011-06-09
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.114.016062
„ჩოხატაურის მუნციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესების შესახებ“ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №13 დადგენილებაში (სსმ,26.01.2011) ცვლილების შეტანის თაობაზე

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №40

2011 წლის 30 მაისი

დ. ჩოხატაური

,,ჩოხატაურის მუნციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესების შესახებ“ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №13 დადგენილებაში (სსმ, 26.01.2011) ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა

„ჩოხატაურის მუნციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესების შესახებ“ – ჩოხატაურის მუნციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №13 დადგენილებაში (სსმ,26.01.2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №13 დადგენილებით – „ჩოხატაურის მუნციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესების შესახებ“ დამტკიცებული დანართის IV თავის 191 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 191. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებზე სამედიცინო სტაციონარულ მომსახურებაზე და მედიკამენტების შესაძენად დახმარება“ .

2. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №13 დადგენილებით – „ჩოხატაურის მუნციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესების შესახებ“ დამტკიცებული დანართის IV თავის 191 მუხლის 1-ლი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის მოწმობის ასლი“.

 3. დადგენილება ძალაშია არსებული წესით გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი   მ. უნგიაძე

 

 

კრებსითი — სრული ვერსია