„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის N1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
314
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2011-06-02
გამოქვეყნების თარიღი
2011-06-03
სარეგისტრაციო კოდი
190040000.22.033.016196
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის N1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №314

2011 წლის 2 ივნისი

ქ. თბილისი

„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებით (სსმ, 29.11.07, III ნაწილი, №169, მუხლი 1871) დამტკიცებულ დანართ №3-ში (ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდები) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ამოღებულ იქნეს სახაზინო კოდი:

აქციზის გადასახადი შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ექსპორტზე

2077

 

2. სახაზინო კოდი – 3288-ის (ჯართის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი) დაემატოს შემდეგი შინაარსის 3289 სახაზინო კოდი:

შემოსავალი შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ექსპორტის მომსახურების ტარიფიდან

3289

 

3. სახაზინო კოდი – 8700-ის (საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო) შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 8800 სახაზინო კოდი:

სიმინდის თესლის რეალიზაციით მიღებული თანხები

8800

             

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდუაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია