დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13
2011 წლის 31 მაისი
ქ. დედოფლისწყარო
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მომსახურების ბიუროს დებულების დამტკიცების თაობაზე“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 სექტემბრის №34 დადგენილების არარად აღიარების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. არარად იქნეს აღიარებული „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მომსახურების ბიუროს დებულების დამტკიცების თაობაზე“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 სექტემბრის №34 დადგენილება.
2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე;
საკრებულოს თავმჯდომარე ლ. ბაღაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. ბათილად იქნა ცნობილი - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 ივნისის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 05.07.2011 წ.