"სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
4707-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2011-05-20
გამოქვეყნების თარიღი
2011-06-01
სარეგისტრაციო კოდი
120260000.05.001.016334
"სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს  კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №49, 29.12.2006, მუხ. 365) დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 მუხლი:

     „მუხლი 121. პირი, რომელიც თავისუფლდება სამხედრო სავალდებულო სამსახურისაგან

პირს, რომელსაც სამხედრო სავალდებულო სამსახური მოხდილი არ აქვს, მაგრამ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტობის პერიოდში ერთხელ მაინც გაიარა სამხედრო სარეზერვო შეკრება 2007−2008 წლებში, სამხედრო სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლება, მიენიჭება რიგითის სამხედრო წოდება და ჩაირიცხება სამხედრო ძალების რეზერვში.“.

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                                           მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 20 მაისი.

№4707-Iს

კრებსითი — სრული ვერსია