"სტანდარტიზაციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
4703-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2011-05-20
გამოქვეყნების თარიღი
2011-06-01
სარეგისტრაციო კოდი
300160000.05.001.016332
"სტანდარტიზაციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სტანდარტიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  მუხლი 1. „სტანდარტიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30(37), 1999 წელი, მუხ. 162) დაემატოს შემდეგი შინაარსის 181  მუხლი:

     „ მუხლი 181 .   სააგენტოს საქმიანობის საფასურის გაანგარიშების წესი

1. ამ კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობების საფასურების გაანგარიშების წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

2. ამ კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განხორციელებული საქმიანობის საფასური დგინდება მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.“.

  მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს ამავე კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული წესის დამტკიცება.

 მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                                            მ . სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 20 მაისი .

№4703-Iს

 

კრებსითი — სრული ვერსია