"უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
4702-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2011-05-20
გამოქვეყნების თარიღი
2011-06-01
სარეგისტრაციო კოდი
010120000.05.001.016331
"უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 16.01.2006, მუხ. 16) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოში შემოსასვლელად და 360 დღემდე ყოფნისათვის ვიზა არ ესაჭიროებათ შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებს:

ა) ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების; დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საზღვარგარეთის ტერიტორიების – ბერმუდის კუნძულების, კაიმანის კუნძულების, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულების, ფოლკლენდის კუნძულების, ტერკსის და კაიკოსის კუნძულების, გიბრალტარის; დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დამოკიდებული ტერიტორიების – ჯერზის, გერნზის, კუნძულ მენის; დანიის სამეფოს შემდეგი ტერიტორიების – ფარერის კუნძულების და გრენლანდიის; ნიდერლანდის სამეფოს შემდეგი ტერიტორიების – არუბის და  ნიდერლანდის ანტილის კუნძულების; საფრანგეთის რესპუბლიკის შემდეგი ტერიტორიების – საფრანგეთის პოლინეზიის და ახალი კალედონიის;

ბ) ამერიკის შეერთებული შტატების;

გ) კანადის;

დ) იაპონიის;

ე) შვეიცარიის კონფედერაციის;

ვ) ლიხტენშტაინის სამთავროს;

ზ) ნორვეგიის სამეფოს;

თ) ისრაელის სახელმწიფოს;

ი) წმინდა საყდრის (ვატიკანის);

კ) ანდორის სამთავროს;

ლ) სან-მარინოს რესპუბლიკის;

მ) ისლანდიის რესპუბლიკის;

ნ) არაბთა გაერთიანებული საამიროების;

ო) ქუვეითის სახელმწიფოს;

პ) კორეის რესპუბლიკის;

ჟ) კატარის სახელმწიფოს;

რ) ბაჰრეინის სამეფოს;

ს) ომანის სასულთნოს;

ტ) ბრუნეი-დარუსალამის სახელმწიფოს;

უ) სინგაპურის რესპუბლიკის;

ფ) ავსტრალიის თანამეგობრობის;

ქ) მონაკოს სამთავროს;

ღ) ახალი ზელანდიის;

ყ) ბაჰამის თანამეგობრობის;

შ) ბარბადოსის;

ჩ) ანტიგუა და ბარბუდის;

ც) ტრინიდადის და ტობაგოს რესპუბლიკის;

ძ) სეიშელის კუნძულების რესპუბლიკის;

წ) ბოტსვანის რესპუბლიკის;

ჭ) ხორვატიის რესპუბლიკის;

ხ) ჩილეს რესპუბლიკის;

ჯ) სენტ-კიტსის და ნევისის ფედერაციის;

ჰ) არგენტინის რესპუბლიკის;

ჰ1) მალაიზიის ფედერაციის;

ჰ2) მექსიკის შეერთებული შტატების;

ჰ3) ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკის;

ჰ4) მავრიკის რესპუბლიკის;

ჰ5) პანამის რესპუბლიკის;

ჰ6) კოსტა-რიკის რესპუბლიკის;

ჰ7) სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის;

ჰ8) ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის;

ჰ9) ტაილანდის სამეფოს;

ჰ10) ბელიზის;

ჰ11) საუდის არაბეთის სამეფოს;

 ჰ12) ალბანეთის რესპუბლიკის;

ჰ13) სერბეთის რესპუბლიკის;

ჰ14) ბოსნია და ჰერცეგოვინის;

ჰ15) მონტენეგროს;

 ჰ16) ერაყის რესპუბლიკის.“.

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი                                            მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 20 მაისი.

№4702-Iს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია