"საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
4688-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2011-05-17
გამოქვეყნების თარიღი
2011-06-01
სარეგისტრაციო კოდი
040030000.05.001.016329
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 04.01.2007, მუხ. 33) მე-8 მუხლს „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს  შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) 17 წლის პირი − მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე პირველად დაშვების დროს ამ კანონის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურებით სარგებლობისას.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                                       მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 17 მაისი.

№4688-Iს

კრებსითი — სრული ვერსია