საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
4683-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2011-05-17
გამოქვეყნების თარიღი
2011-06-01
სარეგისტრაციო კოდი
020000000.05.001.016325
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

 მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) დაემატოს შემდეგი შინაარსის 593 მუხლი:

     „მუხლი 593. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ დადგენილი რეგულირების საფასურის გადახდის მოთხოვნათა შეუსრულებლობა

   1. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ დადგენილი რეგულირების საფასურის გადახდის მოთხოვნათა შეუსრულებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთი ათასი ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას ათი ათასი ლარის ოდენობით.“.

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს  პრეზიდენტი                                           მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 17 მაისი.

№4683-Iს

 

კრებსითი — სრული ვერსია