საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №36 - №1 საპყრობილეში (ქ. თბილისი) საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
36
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2000-03-29
გამოქვეყნების თარიღი
2000-04-03
სარეგისტრაციო კოდი
000000410.01(2).004.000155
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №36 - №1 საპყრობილეში (ქ. თბილისი) საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 410.012.004.155

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №36

2000 წლის 29 მარტი

ქ. თბილისი

№1 საპყრობილეში (ქ. თბილისი) საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ

 „პატიმრობის შესახებ” 1999 წლის 22 ივლისის საქართველოს კანონის 85-ე მუხლის შესაბამისად:

1. შეიქმნას №1 საპყრობილეში (ქ. თბილისი) საპატიმრო განყოფილება.

2. სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა (გ. ყვარელაშვილი) უზრუნველყოს №1 საპყრობილეში (ქ. თბილისი) საპატიმრო განყოფილების შექმნასთან დაკავშირებული ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჯ. ხეცურიანი

კრებსითი — სრული ვერსია