საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 16.11.00 წლის №68 ბრძანების ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,ცენტრი თბილზნიიეპის“ შესახებ“ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1-1/166
მიმღები ორგანო
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი
2006-02-28
გამოქვეყნების თარიღი
2006-03-10
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.024.008233
საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 16.11.00 წლის №68 ბრძანების ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,ცენტრი თბილზნიიეპის“ შესახებ“ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.024.008.233

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/166

 2006 წლის 28 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 16.11.00 წლის №68 ბრძანების ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,ცენტრი თბილზნიიეპის“ შესახებ“ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 25 ოქტომბრის №421 ბრძანებულების „ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ნოემბრის №687 ბრძანებულებასა და „ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 დეკემბრის №668 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საფუძველზე, ვბრძანებ:

1. საქართველოს პრეზიდენტის 25.10.01 წლის №421 ბრძანებულების მე-3 პუნქტის შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თბილისის ზონალური სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო ინსტიტუტი „ თბილზნიიეპი“ ჩაითვალოს რეორგანიზებულად იმავე სახელწოდების მქონე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად.

2. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ თბილისის ზონალური სამეცნიერო-კვლევითი და საპროქტო ინსტიტუტი“ (იურიდიული მისამართი: სანდრო ეულის ქ. №5ა) არის სსიპ თბილისის ზონალური სამეცნიერო-კვლევითი და საპროქტო ინსტიტუტის „ თბილზნიიეპის“ უფლებამონაცვლე.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 16.11.00 წლის №68 ბრძანება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ ცენტრი თბილზნიიეპის“ წესდების  დამტკიცების შესახებ.

4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილე კ. დამენიას.

ი. ჩოგოვაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია