„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3389
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2004-02-24
გამოქვეყნების თარიღი
2004-03-04
სარეგისტრაციო კოდი
140.120.000.05.001.001.459
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 90) მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამხედრო-საბრძოლოა იარაღი, რომელიც განკუთვნილია საქართველოს თავდაცვის, სახელმწიფო უშიშროების, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების, დაზვერვისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტების, ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო და მათთან გათანაბრებული მოსამსახურეების მიერ სახელმწიფოს თავდაცვისა და უშიშროების უზრუნველყოფისათვის, საბრძოლო და ოპერატიულ-სამსახურებრივი მიზნების განხორციელებისათვის.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს „ფინანსური პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 24 თებერვალი.

№3389-რს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია