სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.150.000.11.106.006.700
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №1181
2004 წლის 24 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში ნორმატიული აქტების შეტანისა და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული დებულება „ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში ნორმატიული აქტების შეტანისა და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭების შესახებ“.
2. დამტკიცდეს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის თანდართული ფორმა (დანართი №1).
3. დამტკიცდეს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის საერთაშორისო ხელშეკრულებების ნაწილის თანდართული ფორმა (დანართი №2).
4. დამტკიცდეს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის საიდუმლო ნაწილის თანდართული ფორმა (დანართი №3).
5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში ნორმატიული აქტების შეტანისა და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 2 ოქტომბრის №265 ბრძანება.
6. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1.საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 30 სექტემბრის ბრძანება №1200-სსმIII,№108, 30.09.2004წ.,მუხ.934
2.საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 18 მარტის ბრძანება №482-სსმIII,№32,22.03.2005წ., მუხ.305
3.საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №755-სსმIII,№149,06.11.2006წ., მუხ.2073
4.საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 28 მაისის ბრძანება №154-სსმIII,№75,29.05.2007წ., მუხ.804
5.საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №310-სსმIII,№187,31.12.2008წ., მუხ.1998
6.საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 16 თებერვლის ბრძანება №42-სსმIII,№17,16.02.2009წ., მუხ.219
7.ძალადაკარგულია-საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №238-სსმIII,№158,29.12.2009წ., მუხ.1922
დებულება
ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში ნორმატიული აქტების შეტანისა და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭების შესახებ
მუხლი 1
ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის მიზანია საქართველოში მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების უწყვეტი, ამომწურავი აღრიცხვა, სისტემატიზაცია და სამართლებრივი ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფა.
მუხლი 2
სახელმწიფო რეესტრში შეტანას ექვემდებარება საქართველოში მოქმედი ყველა ნორმატიული აქტი.
მუხლი 3
ნორმატიულ აქტებს სახელმწიფო რეესტრში ატარებს და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდს ანიჭებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტროს) ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი).
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №310-სსმIII,№187,31.12.2008წ., მუხ.1998
მუხლი 4
1. ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლების მქონე ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებული (გამოცებული) ნორმატიული აქტის სახელმწიფო რეესტრში შესატანად წარმოდგენა სავალდებულოა.
2. რამდენიმე უწყების მიერ ერთობლივად მომზადებული ნორმატიული აქტის სახელმწიფო რეესტრში წარმოდგენა ევალება იმ უწყებას, რომელიც სიით პირველია მითითებული ნორმატიული აქტის შემუშავებისათვის მიცემულ დავალებაში.
მუხლი 5
ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში მონაცემების შეტანა ხორციელდება როგორც სარეესტრო ჩანაწერით, ისე კომპიუტერული წესით.
მუხლი 6
1. ნორმატიული აქტის მიმღები ყველა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო (თანამდებობის პირი) ვალდებულია ხელმოწერიდან (მიღებიდან) 5 დღის ვადაში გადაუგზავნოს ნორმატიული აქტი სამინისტროს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციისათვის.
2. (ამოღებულია).
3. ნორმატიული აქტი სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ბეჭდვითი, ისე ელექტრონული ვერსიის სახით.
4. სახელმწიფო რეესტრში შესატანი ნორმატიული აქტები მომზადებულ უნდა იქნეს კომპიუტერზე ,,Windows“-ის სისტემაში შემდეგი შრიფტების გამოყენებით: Sylfaen, Litnusx ან Acadnusx.
5. ნორმატიული აქტი (გარდა საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საქართველოს ეროვნული ბანკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტებისა) იუსტიციის სამინისტროს გადაეცემა 4 ეგზემპლარად (მათ შორის, დედანი), აკინძული და შესაბამისი ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებული. ნორმატიულ აქტებს (გარდა საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საქართველოს ეროვნული ბანკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) ნორმატიული აქტებისა) უნდა დაერთოს სამინისტროს მიერ გაცემული დადებითი დასკვნა უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის თაობაზე.
6. სამინისტროს ნორმატიული აქტები შეაქვს სახელმწიფო რეესტრში და ანიჭებს სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდს გადაცემიდან 3 დღის ვადაში, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) ნორმატიულ აქტებს – 7 დღის ვადაში. რეგისტრირებული ნორმატიული აქტის 2 ეგზემპლარი (მათ შორის, დედანი) რჩება სამინისტროში, ხოლო 2 ეგზემპლარი (გარდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) ნორმატიული აქტისა) უბრუნდება ნორმატიული აქტის მიმღებ (გამომცემ) ორგანოს (თანამდებობის პირს). ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) ნორმატიული აქტის 1 ეგზემპლარი უბრუნდება ნორმატიული აქტის მიმღებ (გამომცემ) ორგანოს (თანამდებობის პირს), ხოლო 1 ეგზემპლარი, ელექტრონულ ვერსიასთან და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნასთან ერთად, ეგზავნება შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოს (თანამდებობის პირს).
7. სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ნორმატიული აქტის ყველა ეგზემპლარს მარჯვენა ზედა კუთხეში დაესმება შტამპი სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის აღნიშვნით.
8. სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციისათვის წარდგენილი ნორმატიული აქტი უნდა იყოს დადასტურებული ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ შესაბამისი ბეჭდითა და ხელმოწერით. ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ იგი ასევე უნდა იყოს დამოწმებული დეპარტამენტის ან მისი შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსის (მათი არყოფნის შემთხვევაში – უფროსის მოვალეობის შემსრულებლის) მიერ ბეჭდითა და ხელმოწერით.
81. ნორმატიული აქტი, რომლის მოცულობაც ორ ან მეტ გვერდს შეადგენს, სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციისათვის წარდგენილი უნდა იყოს აკინძული. ამ შემთხვევაში ბეჭედი და ხელმოწერა უნდა დაესვას ისე, რომ მან მოიცვას ქაღალდის ნაწილი, რომლითაც აკინძულია ნორმატიული აქტი.
9. ნორმატიულ აქტში შეტანილი ცვლილებები და დამატებები ამ დებულებით დადგენილი წესით ექვემდებარება ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციას და ენიჭება დამოუკიდებელი სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი.
10. ნორმატიულ აქტზე, რომელიც ქვეყნდება სახელმწიფო რეესტრში შეტანისა და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭების შემდეგ, აღნიშნულ უნდა იქნეს სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი.
11. საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეიტანება ნორმატიული აქტის შესახებ შემდეგი მონაცემები:
ა) ნორმატიული აქტის სახე;
ბ) ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) სახელწოდება;
გ) ნორმატიული აქტის სათაური;
დ) მიღების (გამოცემის) თარიღი და ადგილი;
ე) ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა (თუ უვადო არ არის);
ვ) ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი;
ზ) ნორმატიულ აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თარიღი;
თ) ნორმატიული აქტის სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 18 მარტის ბრძანება №482-სსმIII,№32, 22.03.2005წ., მუხ.305
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №310-სსმIII,№187,31.12.2008წ., მუხ.1998
მუხლი 7
„საიდუმლო“ გრიფის მქონე ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის ნაწილი შეიტანება სახელმწიფო რეესტრის საიდუმლო ნაწილში. სახელმწიფო რეესტრის ძირითად ნაწილში კი აღინიშნება მე-6 მუხლის მე-11 პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“ „თ“ ქვეპუნქტების მონაცემები.
მუხლი 8
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი შედგება 20-ციფრიანი რიცხვისაგან: ,,000.000.000.00.000.000.000.“, რომელთაგან პირველი ცხრა წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის დარგობრივი კლასიფიკატორის ცალკეული დარგის კოდის საერთო მაჩვენებელს, შემდეგი ორი აღნიშნავს ნორმატიული აქტის სახეს, მომდევნო სამი – ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოს ან თანამდებობის პირს (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) ნორმატიული აქტის შემთხვევაში – შესაბამის თვითმმართველ ერთეულს), ხოლო ბოლო ექვსი ციფრი – ნორმატიული აქტის რეგისტრაციის რიგით ნომერს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №310-სსმIII,№187,31.12.2008წ., მუხ.1998
მუხლი 9
1. საქართველოს ნორმატიულ აქტებს მიენიჭება შემდეგი ციფრობრივი კოდი:
ა) საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი – 01;
ბ) საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება – 02;
გ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება – 03;
დ) საქართველოს ორგანული კანონი – 04;
ე) საქართველოს კანონი – 05;
ვ) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი – 06;
ზ) საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი – 07;
თ) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება – 08;
ი) საქართველოს პარლამენტის დადგენილება – 09;
კ) საქართველოს მთავრობის დადგენილება – 10;
ლ) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება – 11;
მ) ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილება – 13;
ნ) აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის დადგენილება – 14;
ო) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება – 15;
პ) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება – 16;
ჟ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება – 17;
რ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება – 18;
ს) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება – 19;
ტ) საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება – 20;
უ) საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება – 21;
ფ) საქართველოს მინისტრის ბრძანება – 22;
ქ) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანება – 25;
ღ) თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს უფროსის ბრძანება – 41;
ყ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება – 42;
შ) საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება – 43;
ჩ) აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანება – 44;
ც) სტანდარტების ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება – 45;
ძ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანება – 46;
წ) ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის ბრძანება – 47;
ჭ) ეროვნული პროფესიული სააგენტოს პროფესიული საბჭოს დადგენილება – 48;
ხ) საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს დადგენილება – 49;
ჯ) საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანება – 50;
ჰ) სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული აქტი – 40.
2. ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიულ აქტებს მიენიჭება შემდეგი ციფრობრივი კოდი:
ა) ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია – 29;
ბ) ავტონომიური რესპუბლიკის კანონი – 30;
გ) ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება – 31;
დ) ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება – 32;
ე) ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება – 33;
ვ) ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება – 34.
3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) ნორმატიულ აქტებს მიენიჭებათ შემდეგი ციფრობრივი კოდი:
ა) მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება – 35;
ბ) ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება – 36;
გ) ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება – 37;
დ) ქ. თბილისის მერის (რაიონის გამგებლის) ბრძანება – 38.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 30 სექტემბრის ბრძანება №1200-სსმIII,№108, 30.09.2004წ.,მუხ.934
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №755-სსმIII,№149,06.11.2006წ., მუხ.2073
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 28 მაისის ბრძანება №154-სსმIII,№75,29.05.2007წ., მუხ.804
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №310-სსმIII,№187,31.12.2008წ., მუხ.1998
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 16 თებერვლის ბრძანება №42-სსმIII,№17,16.02.2009წ., მუხ.219
მუხლი 10
1. ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) ნორმატიულ აქტებს მიენიჭება შემდეგი კოდი:
ა) საქართველოს პარლამენტი – 001;
ბ) საქართველოს პრეზიდენტი – 002;
გ) საქართველოს მთავრობა – 003;
დ) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო – 004;
ე) ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისია – 006;
ვ) აუდიტორული საქმიანობის საბჭო – 007;
ზ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია – 008;
თ) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია – 009;
ი) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია – 010;
კ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი – 011;
ლ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური – 012;
მ) საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე – 013;
ნ) საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო – 014;
ო) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტო – 017;
პ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – 022;
ჟ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი – 023;
რ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი – 024;
ს) საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი – 025;
ტ) საქართველოს თავდაცვის მინისტრი – 026;
უ) საქართველოს იუსტიციის მინისტრი – 027;
ფ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი – 028;
ქ) საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი – 029;
ღ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – 030;
ყ) საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი – 032;
შ) საქართველოს ფინანსთა მინისტრი – 033;
ჩ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი – 034;
ც) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – 035;
ც1) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი – 038;
ც2) საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – 037;
ძ) თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს უფროსი – 046;
წ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი – 047;
ჭ) საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსი – 048;
ხ) აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი – 049;
ჯ) სტანდარტების ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი – 050;
ჰ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი – 051;
ჰ1) ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი – 052;
ჰ2) ეროვნული პროფესიული სააგენტოს პროფესიული საბჭო – 053;
ჰ3) საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭო – 54.
ჰ4) საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი – 055;
ჰ5) სხვა ადმინისტრაციული ორგანო – 036;
ჰ6) ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო – 039;
ჰ7) ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა – 040;
ჰ8) ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი – 041;
ჰ9) ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია – 042.
2. თვითმმართველი ერთეულების ციფრობრივი კოდებია:
| თვითმმართველი ერთეული | კოდი | თვითმმართველი ერთეული | კოდი
|
| საქართველოს დედაქალაქი – ქ. თბილისი | 101 | ხულოს მუნიციპალიტეტი | 136 |
| აჟარის მუნიციპალიტეტი | 102 | ადიგენის მუნიციპალიტეტი | 137 |
| მესტიის მუნიციპალიტეტი | 103 | ახალციხის მუნიციპალიტეტი | 138 |
| წალენჯიხის მუნიციპალიტეტი | 104 | ბორჯომის მუნიციპალიტეტი | 139 |
| ზუგდიდის მუნიციპალიტეტი | 105 | ასპინძის მუნიციპალიტეტი | 140 |
| ხობის მუნიციპალიტეტი | 106 | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი | 141 |
| ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი | 107 | ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი | 142 |
| სენაკის მუნიციპალიტეტი | 108 | ხაშურის მუნიციპალიტეტი | 143 |
| მარტვილის მუნიციპალიტეტი | 109 | ქარელის მუნიციპალიტეტი | 144 |
| აბაშის მუნიციპალიტეტი | 110 | თიღვის მუნიციპალიტეტი | 145 |
| თვითმმართველი ქალაქი ფოთი | 111 | ქურთას მუნიციპალიტეტი | 146 |
| ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი | 112 | ერედვის მუნიციპალიტეტი | 147 |
| ოზურგეთის მუნიციპალიტეტი | 113 | გორის მუნიციპალიტეტი | 148 |
| ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი | 114 | კასპის მუნიციპალიტეტი | 149 |
| ლენტეხის მუნიციპალიტეტი | 115 | ახალგორის მუნიციპალიტეტი | 150 |
| ცაგერის მუნიციპალიტეტი | 116 | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი | 151 |
| ამბროლაურის მუნიციპალიტეტი | 117 | დუშეთის მუნიციპალიტეტი | 152 |
| ონის მუნიციპალიტეტი | 118 | მცხეთის მუნიციპალიტეტი | 153 |
| ხონის მუნიციპალიტეტი | 119 | თიანეთის მუნიციპალიტეტი | 154 |
| სამტრედიის მუნიციპალიტეტი | 120 | წალკის მუნიციპალიტეტი | 155 |
| ვანის მუნიციპალიტეტი | 121 | დმანისის მუნიციპალიტეტი | 156 |
| წყალტუბოს მუნიციპალიტეტი | 122 | თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი | 157 |
| თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი | 123 | ბოლნისის მუნიციპალიტეტი | 158 |
| ბაღდათის მუნიციპალიტეტი | 124 | მარნეულის მუნიციპალიტეტი | 159 |
| ტყიბულის მუნიციპალიტეტი | 125 | თვითმმართველი ქალაქი რუსთავი | 160 |
| თერჯოლის მუნიციპალიტეტი | 126 | გარდაბნის მუნიციპალიტეტი | 161 |
| ზესტაფონის მუნიციპალიტეტი | 127 | ახმეტის მუნიციპალიტეტი | 162 |
| ხარაგაულის მუნიციპალიტეტი | 128 | თელავის მუნიციპალიტეტი | 163 |
| ჭიათურის მუნიციპალიტეტი | 129 | ყვარლის მუნიციპალიტეტი | 164 |
| საჩხერის მუნიციპალიტეტი | 130 | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი | 165 |
| ქობულეთის მუნიციპალიტეტი | 131 | გურჯაანის მუნიციპალიტეტი | 166 |
| თვითმმართველი ქალაქი ბათუმი | 132 | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი | 167 |
| ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი | 133 | სიღნაღის მუნიციპალიტეტი | 168 |
| ქედის მუნიციპალიტეტი | 134 | დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტი | 169. |
| შუახევის მუნიციპალიტეტი | 135 |
|
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 18 მარტის ბრძანება №482-სსმIII,№32, 22.03.2005წ., მუხ.305
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №755-სსმIII,№149,06.11.2006წ., მუხ.2073
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 28 მაისის ბრძანება №154-სსმIII,№75,29.05.2007წ., მუხ.804
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 16 თებერვლის ბრძანება №42-სსმIII,№17,16.02.2009წ., მუხ.219
მუხლი 11
წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.
დანართი №1
საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის ფორმა
| № | ნორმატიული აქტის სახე | ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) სახელწოდება | ნორმატიული აქტის სათაური | მიღების (გამოცემის) თარიღი და ადგილი | ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი | ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა (თუ უვადო არ არის) | გამოქვეყნების წყარო და თარიღი | ნორმატიული აქტის სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი | ნორმატიულ აქტში ცვლილებისა და დამატების შეტანის თარიღი |
| 2 სმ. | 4 სმ. | 4 სმ. | 10 სმ. | 3 სმ. | 3 სმ. | 5 სმ. | 4 სმ. | 4 სმ. | 7 სმ. |
დანართი №2
ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის
საერთაშორისო ხელშეკრულებების ნაწილის ფორმა
| № | საერთაშორისო ხელშეკრუ-ლების სახე | საერთაშორისო ხელშეკრულების მიმღები ორგანო (ხელშემკვრელი მხარეები) | საერთაშო-რისო ხელშეკ-რულების სათაური | საერთაშორისო ხელშეკრულე-ბის ხელმოწე-რის თარიღი და ადგილი | ინფორმაცია შიდა სახელმწიფოებ-რივი პროცედუ-რების განხორ-ციელების შესახებ | საქართველო-სათვის საერთაშორისო ხელშეკრუ-ლების ძალაში შესვლის თარიღი | საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი | გამოქვეყნების წყარო და თარიღი | სახელმწიფო სარეგისტ-რაცო კოდი | საერთაშორისო ხელშეკრუ-ლებაში შეტანილი ცვლილების და დამატების შეტანის თარიღი |
| 2 სმ. | 3 სმ. | 4 სმ. | 8 სმ. | 3 სმ. | 4 სმ. | 3 სმ. | 3 სმ. | 4 სმ. | 4 სმ. | 7 სმ. |
დანართი №3
ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის
საიდუმლო ნაწილის ფორმა
| № | ნორმატიული აქტის სახე | ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) სახელწოდება | ნორმატიული აქტის ან მისი საიდუმლო ნაწილის სათაური | მიღების (გამოცემის) თარიღი და ადგილი | ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი | ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა (თუ უვადო არ არის) | ნორმატიული აქტის სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი | ნორმატიულ აქტში ცვლილებისა და დამატების შეტანის თარიღი |
| 2 სმ. | 4 სმ. | 4 სმ. | 10 სმ. | 3 სმ. | 3 სმ. | 5 სმ. | 4 სმ. | 7 სმ. |