სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
30
მიმღები ორგანო
სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-05-27
გამოქვეყნების თარიღი
2012-10-26
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.108.016050
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №30

2011 წლის 27 მაისი

ქ. სენაკი

 სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და 44-ე მუხლის მეორე პუნქტის, „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის და „ ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების შესაბამისად

 სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

1. დამტკიცდეს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობათა დასახელებები და თანამდებობრივი სარგოები დანართი №1-ის შესაბამისად.

2. ამ დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობათა დასახელებისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 26 იანვრის №3 დადგენილება.

3. დადგენილება ძალაშია „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

 საკრებულოს თავმჯდომარე: ბ. ნარმანია

შეტანილი ცვლილებები:

1 . ძალადაკარგულია - სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 30.10.2012წ.

დანართი №1

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები

№

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობათა სარგოები

(ლარებში)

1

საკრებულოს თავმჯდომარე

2360

2

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

1100

3

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე ,

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

650

4

აპარატის უფროსი

700

  5

სხვა უფროსი საჯარო თანამდებობის პირი

(განყოფილების უფროსი)

 450

უმცროსი საჯარო თანამდებობა

6

მთავარი სპეციალისტი

420

7

წამყვანი სპეციალისტი

380

8

სპეციალისტი

320

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია