ხე-ტყის ექსპორტის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
82
მიმღები ორგანო
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი
2004-11-24
გამოქვეყნების თარიღი
2007-01-08
სარეგისტრაციო კოდი
360160000.22.023.006873
ხე-ტყის ექსპორტის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.006.873

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №82

2004 წლის 24 ნოემბერი

ქ. თბილისი

ხე-ტყის ექსპორტის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის, „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის „ო.გ” ქვეპუნქტით, 21-ე მუხლით და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლით დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ხე-ტყის ექსპორტის სანებართვო მოწმობის ფორმა თანდართული სახით (დანართი №1).

2. გაუქმდეს საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის 2003 წლის 30 ივნისის №10/140 ბრძანება (სსმ III, 2003 წ., №60, მუხ. 600) „ხე-ტყის ექსპორტის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე”.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თ. ლებანიძე

შეტანილი ცვლილებები:

1.ძალადაკარგულია-საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების  მინისტრის 2007 წლის 8 იანვრის ბრძანება №8-სსმIII,№7,17.01.2007წ.,მუხ.49

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

ხე-ტყის ექსპორტის სანებართვო მოწმობა №

 

 

 

მოწმობის №

1

ტყის მერქნული რესურსის მოპოვების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის თარიღი, ნომერი და მისი გამცემი ორგანოს დასახელება

 

2

მოპოვებული ხე-ტყის ოდენობა (კბმ) სახეობის და სორტიმენტის მიხედვით

 

3

ხე-ტყის გადამუშავების შედეგად მიღებული საექსპორტო პროდუქციის დასახელება და საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის კოდი

 

4

საექსპორტო პროდუქციის ოდენობა (კბმ)

 

5

ექსპორტის ნებართვის მაძიებლის დასახელება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, საიდენტიფიკაციო კოდი და იურიდიული მისამართი

 

6

ნებართვა ძალაშია

გაცემიდან ერთი თვის ვადაში

ნებართვა გაცემულია „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე

 

გაცემის თარიღი

„   “  „        „ 200 წ.

 

ბ.ა.

 

ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი

 

_____________________

(ხელმოწერის ადგილი)

 

 

კრებსითი — სრული ვერსია