„ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
9
მიმღები ორგანო
თერჯოლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-05-20
გამოქვეყნების თარიღი
2011-05-31
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.126.016041
„ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2011  წლის 20 მაისი                                                         

ქ. თერჯოლა

„ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის                                                                25 თებერვლის   №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის                             25 თებერვლის №2 დადგენილებაში (სსმ, 09.03.2011 ) და დადგენილების დანართის მე -4 მუხლი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „მუხლი 4

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:

 

№

მიწის კატეგორიები

გადასახადის განაკვეთები ლარი/ჰა

1

სათიბები   (მათ შორის გაკულტურებული)

18

2

საძოვრები   (მათ შორის გაკულტურებული)

13

3

ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეები - მიწები ტყეებით ან მათ გარეშე, რომლებიც გამოიყენება სოფლის მეურნეობის დამხმარე საქმიანობაში

 

30

4

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწ ები

3

5

სახნავი და სხვა მიწები   (მათ შორის კარგი და მწირი)

65

 

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 საკრებულოს თავმჯდომარე ტ. ფანჩულიძე

კრებსითი — სრული ვერსია