თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 13 აპრილის N5/4 დადგენილებაში „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
6/1
მიმღები ორგანო
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-05-27
გამოქვეყნების თარიღი
2011-06-02
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.157.016044
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 13 აპრილის N5/4 დადგენილებაში „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6/1

2011 წლის 27 მაისი

ქ. თეთრიწყარო

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 13 აპრილის №5/4 დადგენილებაში „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. შეტანილ იქნეს ცვლილება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 13 აპრილის №5/4 დადგენილებით (საკანონმდებლო მაცნეს ვებ პორტალი, 110414020,18.04.2011) დამტკიცებული დანართი 1, თავი I-ის მესამე მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3

მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება ან შეღავათი უწესდება სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობას.“.

2. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                გ. მესტვირიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია