„სპეცსახსრების ანგარიშზე შემოსული თანხების განაწილების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1999 წლის 5 ოქტომბრის №220 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
79
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2000-08-03
გამოქვეყნების თარიღი
2000-08-08
სარეგისტრაციო კოდი
000000190.01(2).004.000364
„სპეცსახსრების ანგარიშზე შემოსული თანხების განაწილების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1999 წლის 5 ოქტომბრის №220 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.012.004.365

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №79

2000 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

„სპეცსახსრების ანგარიშზე შემოსული თანხების განაწილების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1999 წლის 5 ოქტომბრის №220 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 მაისის №303 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 1 ივლისის №285 ბრძანებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში მიმდინარე საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით, ვბრძანებ:

„სპეცსახსრების ანგარიშზე შემოსული თანხების განაწილების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1999 წლის 5 ოქტომბრის № 220 ბრძანების დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

კომისიის შემადგენლობიდან გამოყვანილი იქნენ: ნოდარ ულუმბერაშვილი და გრიგოლ კვერნაძე.

კომისიის შემადგენლობაში შეყვანილ იქნენ:

– ლევან ჭიჭინაძე – სამინისტროს აპარატის უფროსი (კომისიის თავმჯდომარე)

– ლევან ჩრდილელი – საბიუჯეტო დეპარტამენტის დირექტორი

– დავით რამიშვილი – მინისტრის აპარატის უფროსი

ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია