საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №100 §1 „აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯების დამატებითი სახეობების დადგენის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
100&1
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
1999-11-26
სარეგისტრაციო კოდი
000000040.01(2).003.000963
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №100 §1 „აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯების დამატებითი სახეობების დადგენის შესახებ

               სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.012.003.963                                      

საქართველოს იუსტიციის  მინისტრის

ბრძანება №100 §1

1999 წლის  25 ნოემბერი 

ქ. თბილისი

აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯების დამატებითი სახეობების  დადგენის შესახებ

„სააღსრულებო წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული ხარჯების გარდა აღსრულების ხარჯებად ჩაითვალოს აღსრულების მიმდინარეობისას წარმოშობილი შემდეგი ხარჯები:

ა) საბანკო მომსახურებისა და კონვერტაციის ხარჯები;

ბ) მოვალის ქონების მოძიებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ხარჯები;

გ) აუდიტორის ან სპეციალისტის მიერ ნივთების შეფასების ხარჯები;

დ) ნივთების ტრანსპორტირების ხარჯები;

ე) სააღსრულებო საქმის წარმოებასთან დაკავშირებული საკანცელარიო ხარჯები;

ვ) სატელეფონო და საფოსტო კავშირის ხარჯები.

ჯ. ხეცურიანი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია