,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 თებერვლის N72 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
281
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2011-05-25
გამოქვეყნების თარიღი
2011-05-27
სარეგისტრაციო კოდი
040030000.08.002.016238
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 თებერვლის N72 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №281

2011 წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

� საჯარო სამართლის იურიდიული პირის � საქართველოს სტატისტიკის ეროვნული �სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ� საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 თებერვლის №72 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. � ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, � საჯარო სამართლის იურიდიული პირის � საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ� საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 თებერვლის №72 ბრძანებულებით (სსმ III, 2010 წ., №12, მუხ. 131) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა)� მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ი� ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-8 მუხლის:

ბ.ა) � ა� ქვეპუნქტში სიტყვები: ,,თბილისის სამმართველო;� შეიცვალოს სიტყვებით: � თბილისის სტატისტიკის ბიურო;�;

ბ.ბ) � ბ� ქვეპუნქტში სიტყვა: ,,გურჯაანის� შეიცვალოს სიტყვით: ,,თელავის�;

ბ.გ) � დ� ქვეპუნქტში სიტყვა: ,,მარნეულის� შეიცვალოს სიტყვით: ,,რუსთავის�;

გ) მე-9 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს � თ1�, � თ2� და � თ3� ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

� თ1) საქსტატის სამართლებრივი მომსახურების უზრუნველყოფა;

თ2) სტატისტიკის სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

თ3) სასამართლო ორგანოებში საქსტატის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;�;

დ) ამოღებულ იქნეს მე-9 მუხლის მე-9 პუნქტი.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2011 წლის 1 ივლისიდან.

მ . სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია