საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
705
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2006-09-04
გამოქვეყნების თარიღი
2008-12-31
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.007.009178
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.009.178

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №705

2006 წლის 4 სექტემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვის­ტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული „საქართვე­ლოს იუსტიციის სამინისტროს დებულების“ მე-6 მუხ­ლის მე-3 პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულება“ თანდარ­თუ­ლი სახით.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საჯარო სამარ­თლის იურიდიული პირის – სასამართლო ექსპერტიზის ეროვ­ნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქარ­თველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 8 დე­კემბრის №1549 ბრძანება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქავთარაძე

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 დეკემბრის ბრძანება №795-სსმIII,№166,12.12.2006წ., მუხ.2250

2.ძალადაკარგულია-საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №307-სსმIII,№187,31.12.2008წ., მუხ.1968

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო (შემდგომში – ბიურო) არის „საჯა­რო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართვე­ლოს კანონის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიუ­ლი პირი.

2. ბიუროს სრული სახელწოდებაა „საჯარო სამარ­თლის იურიდიული პირი – ლევან სამხარაულის სახე­ლობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“.

3. ბიურო თავის საქმიანობას ახორციელებს საქარ­თველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საპროცესო კანონმდებლობის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ დებულებისა და სხვა ნორმა­ტიული აქტების შესაბამისად.

4. ბიურო, როგორც საჯარო სამართლის იური­დიული პირი, საქართველოს მოქმედი კანონმდებ­ლობით და ამ დებულებით დადგენილი მიზნებისა და დაკისრებული მოვალეობების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და უფლებამოსილია გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.

5. ბიუროს საქმიანობა ემყარება კანონიერების, პი­როვ­ნების უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე იურიდიული პირის უფლებების დაცვის, ექსპერტის დამოუკიდებლობის, ობიექტურობის, მეცნიერებისა და ტექნიკის თანამედროვე მიღწევების გამოყენებით წარმოე­ბული ყოველმხრივი და სრული კვლევის პრინციპებს.

6. ბიუროს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო და სახაზინო ანგარიშები, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

7. ბიუროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი №84.

თავი II

ბიუროს ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილება

    მუხლი 2. ბიუროს ამოცანები

1. ბიუროს ამოცანაა სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, საქმეში მონაწილე მხარის ან უფლე­ბამოსილი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით, აგრეთვე საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკუ­რი და იურიდიული პირების, ადმინისტრაციული ორგანოე­ბის მოთხოვნის საფუძველზე მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვ­ნების ან ხელობის დარგში საჭირო გარემოე­ბების დასადგენად სპეციალური გამოკვლევების ჩატარე­ბა და შესაბამისი დასკვნის ან ცნობის მომზადება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინე­ბული ამოცანების შესასრულებლად ბიურო კანონმდებ­ლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სასამარ­თლო ექსპერტიზის ორგანიზებასა და მის წარმოებას საქარ­თველოს მთელ ტერიტორიაზე.

    მუხლი 3. ბიუროს ფუნქციები

საკუთარი ამოცანების განხორციელების უზრუნველ­საყოფად ბიურო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ასრულებს შემდეგ ფუნქციებს:

ა) სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამარ­თლის საქმეზე სასამართლო ექსპერტიზის ორგანი­ზებას და მის წარმოებას;

ბ) რევიზიას, ინვენტარიზაციას და საუწყებო შემოწ­მებას;

გ) ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ხელ­შეკრულების საფუძველზე საექსპერტო მომსახურებას;

დ) სამეცნიერო და მეთოდურ მუშაობას, გამოკვლე­ვათა მეთოდიკის სრულყოფას და ახალი მეთოდების დანერგვას;

ე) კადრების შერჩევას, მომზადებას და გადამზა­დებას;

ვ) სასამართლო-საექსპერტო პრაქტიკის მეცნიერულ განზოგადებასა და აქტუალური პრობლემატიკის გამიჯვნას;

ზ) თანამშრომლობს საქართველოსა და უცხო სახელმწიფოების სასამართლო-საექსპერტო დაწესებუ­ლებებთან და საერთაშორისო საექსპერტო ორგანიზა­ციებთან, მონაწილეობს ერთობლივი კონფერენციების, სემინარების, სიმპოზიუმების მუშაობაში;

თ) სასამართლო ექსპერტიზის საკითხებზე გამოსცემს ბეჭდვით პროდუქციას;

ი) აწარმოებს დაქტილოსკოპიურ (თითის ანაბეჭ­დების), ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოლოგიური აღრიცხვის მონაცემთა საინფორმაციო ბაზას;

კ) ახორციელებს საინფორმაციო-ანალიტიკურ მუ­შაობას;

ლ) ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა საქმიანო­ბას.

    მუხლი 4. ბიუროს უფლებამოსილება

ბიურო უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენი­ლი წესით აწარმოოს:

ა) დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზა;

ბ) ხელნაწერებისა და ხელმოწერების ექსპერტიზა;

გ) ბალისიკური ექსპერტიზა;

დ) ტრასოლოგიური ექსპერტიზა;

ე) ავტოტექნიკური, სატრანსპორტო-ტრასოლო­გიური და ავტოსასაქონლო ექსპერტიზა;

ვ) კომპიუტერული, აუდიო-ვიდეო, ჰომეოსკოპიური და ფონოსკოპიური ექსპერტიზა;

ზ) დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა;

თ) ფინანსური და ბუღალტრული ექსპერტიზა;

ი) ნივთიერებების, მასალებისა და ნაკეთობების ექსპერტიზა;

კ) მცენარეული ობიექტების ექსპერტიზა;

ლ) ნავთობპროდუქტების ხარისხის ექსპერტიზა;

მ) კვების პროდუქტების, ალკოჰოლური და უალკო­ჰოლო სასმელების, აგრეთვე თამბაქოს ნაწარმის ექსპერ­ტიზა;

ნ) საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა;

ო) სასაქონლო ექსპერტიზა;

პ) სამედიცინო ექსპერტიზა;

ჟ) ბიოლოგიური და ციტოლოგიური ექსპერტიზა;

რ) ჰისტოლოგიური ექსპერტიზა;

ს) ფიზიო-ტექნიკური ექსპერტიზა;

ტ) სამედიცინო-ქიმიური ექსპერტიზა;

უ) ფსიქიატრიული შემოწმება და ექსპერტიზა;

ფ) ნარკოლოგიური შემოწმება და ექსპერტიზა.

თავი III

ბიუროს სტრუქტურა და მართვა

    მუხლი 5. ბიუროს სტრუქტურა

1. ბიურო შედგება ბიუროს ძირითადი სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან – სამსახურების, სამმართველოს, განყოფილებების, ლაბორატორიებისა და ჯგუფებისაგან.

2. ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა. ფინანსური, მატერიალური და საკადრო უზრუნველყოფის სამსახური;

ბ. იურიდიული განყოფილება;

გ. კანცელარია;

დ. ბიუროს სამდივნო;

ე. დოკუმენტების ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზის განყოფილება;

ვ. ბალისტიკური, ტრასოლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის, საიდენტიფიკაციო კვალთა ანალიტიკური განყოფილება;

ზ. ავტოტექნიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის განყოფილება;

თ. კომპიუტერული, აუდიო-ვიდეო და ფონოსკოპიური ექსპერტიზის განყოფილება;

ი. ფინანსური ექსპერტიზის განყოფილება;

კ. საინჟინრო ექსპერტიზის განყოფილება;

ლ. სასაქონლო ექსპერტიზის განყოფილება;

მ. ნარკოლოგიური ექსპერტიზის განყოფილება;

ნ. ქიმიური ექსპერტიზის სამსახური;

ო. სამედიცინო ექსპერტიზის სამსახური;

პ. ფსიქიატრიული ექსპერტიზის სამსახური;

ჟ. დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის სამსახური;

რ. აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახური.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 დეკემბრის ბრძანება №795-სსმIII,№166,12.12.2006წ., მუხ.2250

    მუხლი 6. ბიუროს ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა

1. ბიუროს ხელმძღვანელობს ბიუროს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

2. ბიუროს უფროსი წარმართავს ბუროს საქმიანო­ბას, წარმოადგენს ბიუროს სხვა იურიდიულ და ფიზი­კურ პირებთან ურთიერთობაში, მოქმედებს ბიუროს სახელით.

3. ბიუროს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც ბიუროს უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშ­ნავს და ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

4. ბიუროს უფროსის არყოფნის შემთხვევაში ბიუროს ხელმძღვანელობს და მის საქმიანობას წარმარ­თავს ბიუროს უფროსის მოადგილე.

5. ბიუროს უფროსის ბრძანებით ან მინდობილობის საფუძველზე ბიუროს სპეციალური წარმომადგენლობის უფლება შეიძლება მიენიჭოთ ბიუროს თანამშრომლებს, აგრეთვე გარეშე პირებსაც.

    მუხლი 7. ბიუროს უფროსი და ბიუროს უფროსის მოადგილე

1. ბიუროს უფროსი უფლებამოსილია:

ა) გამოსცეს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა ბიუროს ყველა თანამშრომლისათვის;

ბ) ბიუროს სახელით დადოს ხელშეკრულებები და შეთანხმებები მოქმედი კანონმდებლობის შესაბა­მისად;

გ) ბიუროს სახელით გახსნას და დახუროს ანგარი­შები ბანკში;

დ) საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთან­ხმებით დაამტკიცოს ბიუროს საშტატო განრიგი და ხელფასის ფონდი;

ე) დაამტკიცოს ბიუროს შინაგანაწესი და განსაზ­ღვროს თანამშრომელთა თანამდებობრივი ფუნქციები;

ვ) წარმართოს საკადრო პოლიტიკა;

ზ) სამუშაოზე მიიღოს და გაათავისუფლოს ბიუროს თანამ­შრომლები, გარდა ამ დებულებით გათვალის­წინებული შემთხვევისა;

თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებები;

ი) მოიწვიოს სპეციალისტები ხელშეკრულების საფუძველზე კანონით განსაზღვრული წესით;

კ) განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწი­ნებული სხვა უფლებამოსილება.

2. ბიუროს უფროსი ვალდებულია:

ა) დაიცვას დებულება და მოქმედი კანონმდებლობა;

ბ) გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში ჩააბაროს იუსტიციის მინისტრს;

გ) უზრუნველყოს ბიუროს თანამშრომელთა სამსა­ხურებრივი უფლებებისა და ინტერესების დაცვა;

დ) უზრუნველყოს სასამართლო-საექსპერტო საქმია­ნობის ხარისხის კონტროლი და მეთოდური ხელმძღვა­ნელობა;

ე) განახორციელოს მოქალაქეთა მიღება;

ვ) ორგანიზება გაუწიოს სამეცნიერო, კვლევით, მეთოდურ მუშაობას და გააკონტროლოს მათი შესრულება, აგრეთვე განახორციელოს ექსპერტიზის წარმოებაში ახალი მეთოდების დანერგვა;

ზ) ორგანიზება გაუწიოს ექსპერტიზის, გამოკვლევის, შემოწმების, რევიზიის ჩატარებას, უზრუნველყოს გამოსაკვლევი ობიექტების დაცვა, გააკონტროლოს ექსპერტიზის ან რევიზიის ჩატარების ვადები;

თ) უზრუნველყოს ბიუროს სტრუქტურული ქვედანა­ყოფების კონტროლი.

3. ბიუროს უფროსის მოადგილე:

ა) ახორციელებს ბიუროს უფროსის მიერ განსაზ­ღვრულ ფუნქციებს და უზრუნველყოფს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ბიუროს ამოცანების შესრულებას;

ბ) ბიუროს უფროსის მითითებით ხელმძღვანელობს და ზედამხედველობას (კურატორობას) უწევს ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობას;

გ) აკონტროლებს ბიუროს უფროსის დავალებებისა და ბრძანებების შესრულების მიმდინარეობას.

თავი IV

ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფები

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 დეკემბრის ბრძანება №795-სსმIII,№166,12.12.2006წ., მუხ.2250

    მუხლი 8. სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია და მართვა

1. ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია განისაზღვრება ამ დებულებით, ხოლო ფუნქციები და სტრუქტურა – სტრუქტურული ქვედანაყოფების შესახებ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ბიუროს უფროსი.

2. ბიუროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს (სამსახურს, განყოფილებას, ლაბორატორიას და ჯგუფს) ხელმძღვანელობს სამსახურის (განყოფილების) უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ბიუროს უფროსი.

3. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი უშუალოდ ექვემდებარება ბიუროს უფროსს.

4. ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი:

ა. ანაწილებს მოვალეობებს დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაკებს შორის;

ბ. აკონტროლებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ. ადგენს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის სტატისტიკურ ანგარიშს;

დ. მონაწილეობს ექსპერტიზის ჩატარებაში;

ე. უზრუნველყოფს სტრუქტურულ ქვედანაყოფში ჩატარებული ექსპერტიზის ვადისა და ხარისხის კონტროლს;

ვ. ბიუროს უფროსს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის ორგანიზაციის, მუშაკთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების დაკისრების შესახებ;

ზ. ხელმძღვანელობს კადრების მომზადებას.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 დეკემბრის ბრძანება №795-სსმIII,№166,12.12.2006წ., მუხ.2250

    მუხლი 9. ფინანსური, მატერიალური და საკადრო უზრუნველყოფის სამსახური

ფინანსური, მატერიალური და საკადრო უზრუნველყოფის სამსახურის ძირითადი ამოცანაა თავისი კომპეტენციის ფარგლებში ბიუროს თანამშრომელთა დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ ბრძანებების მომზადება, მათი პირადი საქმეების და შრომის წიგნაკების აღრიცხვა-წარმოება, თანამშრომალთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსებისა და ატესტაციების ორგანიზება, შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლის განხორციელება, ბიუროს კომპეტენციის ფარგლებში საშტატო ნუსხის ფორმირება და წარდგენა, ბალანსის შედგენა, მუშაკთა მატერიალური სტიმულირების საკითხებზე წინადადებების შემუშავება, გადასახადების გამოანგარიშება და გადახდა, ბიუ-როს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამართული ექსპლუატაცია და ფუნქციონირება, მისი გაუმჯობესება და სრულყოფა; ბიუროს კომპიუტერული ქსელის მუშაობის უზრუნველყოფა, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა, ორგანიზება და შესრულების კონტროლი, წლის განმავლობაში განსახორციელებელი შესყიდვების გეგმის შედგენა, ბიუროში მომზადებული სამეცნიერო კვლევითი მასალების გამოცემის უზრუნველყოფა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 დეკემბრის ბრძანება №795-სსმIII,№166,12.12.2006წ., მუხ.2250

    მუხლი 10. იურიდიული განყოფილება

იურიდიული განყოფილების ძირითადი ამოცანაა ბიუროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, ბრძანებების, ხელშეკრულებების და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების პროექტების მომზადება, ბიუროს უფლებების და ინტერესების დაცვა სასამართლოებში.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 დეკემბრის ბრძანება №795-სსმIII,№166,12.12.2006წ., მუხ.2250

    მუხლი 11. კანცელარია

კანცელარიის ძირითადი ამოცანაა ბიუროში საქმისწარმოების ორგანიზიება, შემოსული ნივთმტკიცებების და ექსპერტიზის ობიექტების სპეციალურ საცავში შენახვის, მათი შემოტანა-გატანის და ბრუნვის აღრიცხვა და კონტროლი, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 დეკემბრის ბრძანება №795-სსმIII,№166,12.12.2006წ., მუხ.2250

    მუხლი 12. ბიუროს სამდივნო

ბიუროს სამდივნო უზრუნველყოფს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შემუშავებული დოკუმენტაციის ტექნიკურად მომზადებას (დაბეჭდვას).

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 დეკემბრის ბრძანება №795-სსმIII,№166,12.12.2006წ., მუხ.2250

    მუხლი 13. დოკუმენტების ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზის განყოფილება

დოკუმენტების ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზის განყოფილების ძირითადი ამოცანაა ხელნაწერი და ნაბეჭდი დოკუმენტების, ქაღალდის, საწერი საშუალებების, ბლანკების და ფულადი ნიშნების ექსპერტიზების, აგრეთვე ხელმოწერების, ხელნაწერი ტექსტების და ციფრობრივი ჩანაწერების ექსპერტიზების ორგანიზება და წარმოება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 დეკემბრის ბრძანება №795-სსმIII,№166,12.12.2006წ., მუხ.2250

    მუხლი 14. ბალისტიკური, ტრასოლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის, საიდენტიფიკაციო კვალთა ანალიტიკური განყოფილება

ბალისტიკური, ტრასოლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის, საიდენტიფიკაციო კვალთა ანალიტიკური განყოფილების ძირითადი ამოცანაა ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების, აგრეთვე ცეცხლსასროლ იარაღთან და ასაფეთქებელ მოწყობილობებთან დაკავშირებულ შემთხვევებზე გარკვეული გარემოებების დასადგენად ბალისტიკური ექსპერტიზების ორგანიზება და წარმოება, ცეცხლსასროლი იარაღის მონაცემთა საინფორმაციო ბაზის შექმნა და წარმოება, ყველა სახის ტრასოლოგიური ექსპერტიზის ორგანიზება და წარმოება, ობიექტების დამუშავება კვალის აღების მიზნით, პიროვნების და გვამის დაქტილოსკოპირება, კვალის ვარგისიანობის დადგენა, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზების ორგანიზება და წარმოება, დაქტილოსკოპიურ მონაცემთა საინფორმაციო ბაზის შექმნა და წარმოება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 დეკემბრის ბრძანება №795-სსმIII,№166,12.12.2006წ., მუხ.2250

    მუხლი 15. ავტო-ტექნიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის განყოფილება

ავტოტექნიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის განყოფილების ძირითადი ამოცანაა სატრანსპორტო-ტრასოლოგიური, ავტოტექნიკური და ავტოსასაქონლო ექსპერტიზების ორგანიზება და წარმოება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 დეკემბრის ბრძანება №795-სსმIII,№166,12.12.2006წ., მუხ.2250

    მუხლი 16. კომპიუტერული, აუდიო-ვიდეო და ფონოსკოპიური ექსპერტიზის განყოფილება

კომპიუტერული, აუდიო-ვიდეო და ფონოსკოპიური ექსპერტიზის განყოფილების ძირითადი ამოცანაა ხმის იდენტიფიკაციის, კომპიუტერული, აუდიო-ვიდეო და ფონოსკოპიური ექსპერტიზების ორგანიზება და წარმოება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 დეკემბრის ბრძანება №795-სსმIII,№166,12.12.2006წ., მუხ.2250

    მუხლი 17. ფინანსური ექსპერტიზის განყოფილება

ფინანსური ექსპერტიზის განყოფილების ძირითადი ამოცანაა ფინანსური და საბუღალტრო ექსპერტიზების ორგანიზება და წარმოება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 დეკემბრის ბრძანება №795-სსმIII,№166,12.12.2006წ., მუხ.2250

    მუხლი 18. საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის განყოფილება

საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის განყოფილების ძირითადი ამოცანაა შენობა-ნაგებობების შეფასება, სამშენებლო-ტექნიკური, ელექტროტექნიკური, სამშენებლო-ეკონომიკური ექსპერტიზების ორგანიზება და წარმოება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 დეკემბრის ბრძანება №795-სსმIII,№166,12.12.2006წ., მუხ.2250

    მუხლი 19. სასაქონლო ექსპერტიზის განყოფილება

სასაქონლო ექსპერტიზის განყოფილების ძირითადი ამოცანაა მოძრავი და უძრავი ქონების შეფასება, საქონლის გამოკვლევა, სასაქონლო ექსპერტიზების ორგანიზება და წარმოება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 დეკემბრის ბრძანება №795-სსმIII,№166,12.12.2006წ., მუხ.2250

    მუხლი 20. ნარკოლოგიური ექსპერტიზის განყოფილება

ნარკოლოგიური ექსპერტიზის განყოფილების ძირითადი ამოცანაა ფსიქოაქტიური ნივთიერებების (ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, ალკოჰოლის) მიღების ფაქტის დადგენა კლინიკური გამოკვლევით და ექსპრეს-ტესტებით, სტაციონარული და ამბულატორიული ნარკოლოგიური შემოწმება, აგრეთვე სასამართლო-ნარკოლოგიური ექსპერტიზის ორგანიზება და წარმოება, ნარკოლოგიური აღრიცხვის მონაცემთა საინფორმაციო ბაზის შექმნა და წარმოება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 დეკემბრის ბრძანება №795-სსმIII,№166,12.12.2006წ., მუხ.2250

    მუხლი 21. ქიმიური ექსპერტიზის სამსახური

ქიმიური ექსპერტიზის სამსახურის ძირითადი ამოცანაა საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით მინის, კერამიკის, სილიკატური სამშენებლო მასალების, ლითონების, შენადნობების და მათი ნაკეთობების გამოკვლევა, ნავთობპროდუქტების, საწვავ-საცხები მასალების, დაუდგენელი (უცხო) ობიექტებისა და ნივთიერებების, ნიადაგის, სპირტ-შემცველი ნივთიერებების, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების, თამბაქოს ნაწარმის, კვების პროდუქტების, ლაქ-საღებავებისა და მათი საფარის, ბოჭკოვანი ობიექტებისა და მათი ნაწარმის, პოლიმერული ობიექტებისა და მათი ნაკეთობების, საყოფაცხოვრებო ქიმიური ობიექტების, აგრეთვე სხვადასხვა ობიექტში ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და სხვა მომწამლავი ნივთიერებების აღმოჩენა (ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევა), ნარკოტიკული და ფეთქებადი ნივთიერებების, ფარმპრეპარატების, მცენარეული და ცხოველური წარმოშობის ობიექტების, სახანძრო (ქიმიური და ფიზიკური მეთოდებით) ექსპერტიზის ორგანიზება და წარმოება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 დეკემბრის ბრძანება №795-სსმIII,№166,12.12.2006წ., მუხ.2250

    მუხლი 22. სამედიცინო ექსპერტიზის სამსახური

სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურის ძირითადი ამოცანაა ცოცხალ პირთა და გვამების გამოკვლევა, სამედიცინო-კრიმინალისტიკური, სასამართლო-ქიმიური, სასამართლო-ბიოლოგიური, ციტოლოგიური, სასამართლო-ჰისტოლოგიური, სასამართლო-ბიოქიმიური ექსპერტიზების ორგანიზება და წარმოება, აგრეთვე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზების წარმოება სამედიცინო დოკუმენტაციითა და საქმის მასალებით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 დეკემბრის ბრძანება №795-სსმIII,№166,12.12.2006წ., მუხ.2250

    მუხლი 23. ფსიქიატრიული ექსპერტიზის სამსახური

ფსიქიატრიული ექსპერტიზის სამსახურის ძირითადი ამოცანაა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შერაცხადობის განსაზღვრა, ქმედუნარიანობის განსაზღვრა, სტაციონარული და ამბულატორიული ფსიქიატრიული გამოკვლევა და ფსიქოლოგიური გამოკვლევა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 დეკემბრის ბრძანება №795-სსმIII,№166,12.12.2006წ., მუხ.2250

    მუხლი 24. დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის სამსახური

დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის ძირითადი ამოცანაა სამოქმედო ტერიტორიაზე (იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ზემო აფხაზეთის და გურიის მხარეებში) სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულებით გათვალისწინებული ექსპერტიზების ორგანიზება და წარმოება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 დეკემბრის ბრძანება №795-სსმIII,№166,12.12.2006წ., მუხ.2250

    მუხლი 25. აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახური

აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის ძირითადი ამოცანაა სამოქმედო ტერიტორიაზე სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულებით გათვალისწინებული ექსპერტიზების ორგანიზება და წარმოება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 დეკემბრის ბრძანება №795-სსმIII,№166,12.12.2006წ., მუხ.2250

    მუხლი 26. (ამოღებულია)

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 დეკემბრის ბრძანება №795-სსმIII,№166,12.12.2006წ., მუხ.2250

მუხლი 27. (ამოღებულია)

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 დეკემბრის ბრძანება №795-სსმIII,№166,12.12.2006წ., მუხ.2250

 

თავი V

ბიუროს ქონება და ფინანსები

    მუხლი 28. ბიუროს ქონება

1. ბიუროს ქონება შედგება დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ბიუროსათვის უსასყიდლოდ გადაცემული სახელმწიფო ქონებისაგან და მის მიერ შეძენილი სხვა ქონებისგან.

2. ბიუროს ქონების გასხვისება და შეძენა ხორ­ციელ­­დება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წე­სით.

    მუხლი 29. ბიუროს დაფინანსება

1. ბიუროს დაფინანსების წყაროებია:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობ­რივი სახსრები;

ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავლები;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახუ­რებიდან მიღებული შემოსავლები;

დ) გრანტები;

ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. ბიურო უფლებამოსილია თავისი მიზნების გან­სახორციელებლად კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობა. ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების განაწილების წესს ადგენს ბიუროს უფროსი საქართვე­ლოს იუსტი­ციის მინისტრთან შეთანხმებით.

3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თან­ხმობით ბიურომ შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) სხვა გადაწყვეტილებები ქონებასთან დაკავშირე­ბით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

4. ამ მუხლის მესამე პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნ­ქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებ­ლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინის­ტროს თანხმობა.

    მუხლი 30. საბუღალტრო ანგარიშგება

ბიურო ვალდებულია საქართველოს კანონმდებ­ლობით დადგენილი წესით აწარმოოს საბუღალტრო და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და წარუდგინოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.

    მუხლი 31. ბიუროს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი

1. სახელმწიფო კონტროლს ბიუროს საქმიანობაზე ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

2. ბიუროს საქმიანობის შესამოწმებლად დამოუკიდე­ბელ აუდიტორს ნიშნავს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

თავი VI

დასკვნითი დებულებები

    მუხლი 32. ბიუროს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია

ბიუროს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელ­დება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 33. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს იუსტიციის მი­ნის­ტრის ბრძანების საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კრებსითი — სრული ვერსია