საქართველოს კანონი
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ.37) მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჩ“ ქვეპუნქტი:
„ჩ) მოსარჩელე – უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ აღძრულ სარჩელებზე.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 13 თებერვალი
№3311–IIს