საჯარო სამართლის იურიდიული პირის- საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის რეორგანიზაციის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
277
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2011-05-23
გამოქვეყნების თარიღი
2011-05-24
სარეგისტრაციო კოდი
040030000.08.002.016236
საჯარო სამართლის იურიდიული პირის- საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის რეორგანიზაციის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №277

2011 წლის 23 მაისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის რეორგანიზაციის შესახებ

1. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი (შემდეგში – კომპლექსი) საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრთან (შემდეგში – ცენტრი) მიერთების გზით.

2. კომპლექსის სამართალმემკვიდრედ განისაზღვროს ცენტრი.

3. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 2011 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს კომპლექსის რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 9 ნოემბრის №682 ბრძანებულება.

5. ეს ბრძანებულება, გარდა მე-2 და მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

6. ამ ბრძანებულების მე-2 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2011 წლის 1 ივლისიდან.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია