საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3295
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2004-02-13
გამოქვეყნების თარიღი
2004-03-09
სარეგისტრაციო კოდი
080.000.000.05.001.001.442
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ.209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. 55-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 55. კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა

1. თუ არსებობს განსაკუთრებული შემამსუბუქებელი გარემოება, სასამართლოს დამნაშავის პიროვნების გათვალისწინებით შეუძლია დანიშნოს ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დაწესებული სასჯელის ზომის უმდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი ან სხვა, უფრო მსუბუქი სახის სასჯელი.

2. თუ პროკურორი სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით ბრალდებულის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, სასამართლო უფლებამოსილია დანიშნოს ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დაწესებული სასჯელის ზომის არა უმეტეს ნახევარი.“.

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 701 მუხლი:

     „მუხლი 701. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება ბრალდებულის საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის გამო

განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად გამოვლინდა თანამდებობის პირის ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის (პირების) ვინაობა და მისი უშუალო ხელშეწყობით მოხერხდა ამ დანაშაულის გახსნისთვის არსებითი პირობების შექმნა, სასამართლო უფლებამოსილია სრულად გაათავისუფლოს ბრალდებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.“.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                   მიხეილ სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 13 თებერვალი

№3295–IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია