საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება № 63
2011 წლის 23 მაისი
ქ. თბილისი
„სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 29 სექტემბრის №178 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 29 სექტემბრის №178 ბრძანებით (სსმ III, 30.09.2010წ, №125, მუხ.1827) განსაზღვრული დანართის (სისხლის სამართლის საგამოძიებო ქვემდებარეობა) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი