აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №23
2011 წლის 17 მაისი
ქ. აბაშა
,,აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის 2011 წლის 27 იანვრის №27 სამართლებრივი შენიშვნის საფუძველზე, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №34 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების მე-3 მუხლის (,,სამსახურის სტრუქტურა“) პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
ა) სამსახურის უფროსი;
ბ ) მთ. სპეციალისტი;
გ) წამყვანი სპეციალისტი.
2. მე -5 მუხლის პუნქტების ნუმერაცია 9.1- დან 9.4- ის ჩათვლით შეიცვალოს შესაბამისად რიცხვებით – 1, 2, 3, 4.
3. მე -6 მუხლის პუნქტების ნუმერაცია 10.1- დან 10.3- ის ჩათვლით შეიცვალოს შესაბამისად რიცხვებით – 1, 2, 3.
4. დადგენილება ამოქმედდეს ,, ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ. თოფურია