,,ამნისტიის და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული დაფარული ქონების (შემოსავლის) დეკლარირება-ლეგალიზაციის ზოგიერთი ღონისძიების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 26 თებერვლის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
110
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-06-30
გამოქვეყნების თარიღი
2005-06-30
სარეგისტრაციო კოდი
200.250.000.10.003.000.244
,,ამნისტიის და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული დაფარული ქონების (შემოსავლის) დეკლარირება-ლეგალიზაციის ზოგიერთი ღონისძიების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 26 თებერვლის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №110

2005 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

,,ამნისტიის და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დაფარული ქონების (შემოსავლის) დეკლარირება-ლეგალიზაციის ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 26 თებერვლის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ამნისტიის და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე, ,,ამნისტიის და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული დაფარული ქონების (შემოსავლის) დეკლარირება-ლეგალიზაციის ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 26 თებერვლის №34 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წ., №23, მუხ. 223) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. პირის მიერ ერთპროცენტიანი გადასახდელის გადახდა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტში საბანკო დაწესებულებების მეშვეობით ბიუჯეტის შემოსულობათა შესაბამის ანგარიშზე ამ გადასახდელისათვის გახსნილ შემოსულობათა სახაზინო კოდზე.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი            ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია