აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
25
მიმღები ორგანო
აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-05-17
გამოქვეყნების თარიღი
2011-05-23
სარეგისტრაციო კოდი
200130000.35.110.016052
აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25

2011 წლის 17 მაისი

ქ. აბაშა

„აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ “ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად , აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. შეტანილ იქნეს ცვლილება აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის № 18 დადგენილებაში „აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ “, კერძოდ:

შეიცვალოს დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:

ა) სახნავი და სხვა მიწებისათვის

კარგ მიწაზე – 77 ლარი;

მწირ მიწაზე – 61 ლარი;

ბ) საკარმიდამო მიწებისათვის

კარგ მიწაზე – 77 ლარი;

მწირ მიწაზე – 61 ლარი;

გ) სათიბებისათვის – 18 ლარი;

დ) გაკულტურებული სათიბებისათვის – 20 ლარი ;

ე) საძოვრებისათვის – 15 ლარი;

ვ) გაკულტურებული საძოვრებისათვის – 16 ლარი.

2. დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                              დ. თოფურია

კრებსითი — სრული ვერსია