საქართველოს მთავრობის
დადგენილება №107
2005 წლის 15 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით (სსმ III, 2004 წელი, №99, მუხლი 849) დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საფინანსო-ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტი“.
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საფინანსო-ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ამოქმედებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი