„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 მაისის №181 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
267
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2011-05-19
გამოქვეყნების თარიღი
2011-05-20
სარეგისტრაციო კოდი
140080000.08.002.016234
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 მაისის №181 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №267

2011 წლის 19 მაისი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 მაისის №181 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1.    „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის  2004 წლის 24 მაისის №181 ბრძანებულებაში (სსმ III, 2004 წ., №54, მუხ. 457) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ1“ ქვეპუნქტი:

,,გ1) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) სასწავლო ცენტრში საბინაო უზრუნველყოფის უფლებით მოსარგებლე მოსამსახურეებს – სამჯერადი კვებისათვის დღეში (საუზმე, სადილი, ვახშამი) – 8 ლარი და 50 თეთრი;“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია