ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ეტაპების დადგენის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
84/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2011-05-19
გამოქვეყნების თარიღი
2011-05-23
სარეგისტრაციო კოდი
430050000.22.022.016121
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ეტაპების დადგენის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება  №84/ნ

2011 წლის 19 მაისი

ქ. თბილისი

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ეტაპების დადგენის შესახებ

,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 59-ე მუხლის 61 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დადგინდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ეტაპები შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) 2001 წლამდე ლიცენზირებულმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (შემდგომში – ცენტრი) ავტორიზაციის გასავლელად მიმართონ 2011 წლის 1 ივლისამდე;

ბ) 2005 წლამდე ლიცენზირებულმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა ცენტრს ავტორიზაციის გასავლელად მიმართონ 2011 წლის 1 ოქტომბრამდე;

გ) 2010 წლამდე ლიცენზირებულმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა ცენტრს ავტორიზაციის გასავლელად მიმართონ 2012 წლის 1 იანვრამდე;

დ) საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა და 2010 წლიდან ლიცენზირებულმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა ცენტრს ავტორიზაციის გასავლელად მიმართონ 2015 წლის 1 ივლისამდე.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ.  შაშკინი

კრებსითი — სრული ვერსია