საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
4627-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2011-05-05
გამოქვეყნების თარიღი
2011-05-18
სარეგისტრაციო კოდი
040000000.05.001.016309
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) 582-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 582. ათ წელზე მეტი ვადით დადებული იჯარის ხელშეკრულების მოშლა

თუ იჯარის ხელშეკრულება იდება ათ წელზე მეტი ვადით, მაშინ ათი წლის გასვლის შემდეგ თითოეულ მხარეს შეუძლია მოშალოს საიჯარო ურთიერთობა ამ კოდექსის 561-ე მუხლით დადგენილ ვადაში, თუ აღნიშნული პირობა გათვალისწინებულია იჯარის ხელშეკრულებით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                      მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 5 მაისი.

№4627–Iს

 

კრებსითი — სრული ვერსია