,,საქართველოს შეიარაღებული ძალების კუთვნილი საპატრულო კატარღის ჩამოწერისა და დავალიანების დასაფარავად უკრაინის სახელმწიფო კომპანია ,,უკრსპეცექსპორტისათვის” გადაცემის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 18 სექტემბრის №82 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
102
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-06-10
გამოქვეყნების თარიღი
2005-06-13
სარეგისტრაციო კოდი
120.240.030.10.003.000.236
,,საქართველოს შეიარაღებული ძალების კუთვნილი საპატრულო კატარღის ჩამოწერისა და დავალიანების დასაფარავად უკრაინის სახელმწიფო კომპანია ,,უკრსპეცექსპორტისათვის” გადაცემის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 18 სექტემბრის №82 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №102

2005 წლის 10 ივნისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს შეიარაღებული ძალების კუთვნილი საპატრულო კატარღის ჩამოწერისა და დავალიანების დასაფარავად უკრაინის სახელმწიფო კომპანია ,,უკრსპეცექსპორტისათვის“ გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 18 სექტემბრის №82 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების კუთვნილი საპატრულო კატარღის ჩამოწერისა და დავალიანების დასაფარავად უკრაინის სახელმწიფო კომპანია ,,უკრსპეცექსპორტისათვის“ გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 18 სექტემბრის №82 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს შეიარაღებული ძალების კუთვნილი საპატრულო კატარღის ჩამოწერის შესახებ“.

2. დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (ი. ოქრუაშვილი) ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ბალანსიდან ჩამოწეროს საპატრულო კატარღა ,,ბორტი №301“. “.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია