საქართველოს მთავრობის
დადგენილება №212
2011 წლის 13 მაისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ
მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად:
1. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან (შემდგომში – ბიურო) არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ცენტრი ბიუროსთან მიერთების გზით.
2. ბიურო ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ცენტრის უფლებამონაცვლედ.
3. ბიურომ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური