"საწყობის, თავისუფალი საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
209
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-05-13
გამოქვეყნების თარიღი
2011-05-18
სარეგისტრაციო კოდი
240090000.10.003.016369
"საწყობის, თავისუფალი საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №209

2011 წლის 13 მაისი

ქ. თბილისი

,,საწყობის, თავისუფალი საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ,,საწყობის, თავისუფალი საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებარ­თვის გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №9 დადგენილებაში (სსმ, ვებ­­-პორტალი, 11/01/2011) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის  მე-6 მუხლის მე-2 პუნ­­ქტის:

1. ,,რ.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,რ.ზ) საწყობში განათავსებს მხოლოდ უცხოეთის დიპლომა­ტიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობებისათვის, ამ წარმომადგენლობათა და დიპლომატიური მისიისათვის განკუთვნილ საქონელს ან/და ტრანზიტის/რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმებულ ან გასაფორმებელ საქონელს;“.

2. ,,ს.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ს.ე) საწყობში განათავსებს მხოლოდ უცხოეთის დიპლო­მა­ტი­ური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობისათვის, ამ წარ­მომადგენლობის და დიპლომატიური მისიისათვის განკუთვნილ სა­ქონელს ან/და ტრანზიტის/რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმებულ ან გასაფორმებელ საქონელს;“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი      ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია