"ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ნებართვებისა და ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №135 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
208
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-05-13
გამოქვეყნების თარიღი
2011-05-18
სარეგისტრაციო კოდი
360090000.10.003.016368
"ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ნებართვებისა და ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №135 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №208

2011 წლის 13 მაისი

ქ. თბილისი

,,ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ნებართვებისა და ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №135 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. ,,ნორმატიული  აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ,,ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ნებართვებისა და ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №135 დადგენილებაში (სსმ №94, 12/08/2005) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

,,3. იმ შემთხვევაში, როდესაც ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობას, ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებების ან რადიაქტიური ნარჩენების შეძენას, ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებების, რადიაქტიური ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალის ან რადიაქტიური ნივთიერებისაგან, ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიების, ან ნოუ-ჰაუების ექსპორტს, იმპორტს ან ტრანზიტს ახორციელებს ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ლიცენზია და ნებართვები არ გაიცემა და მათ მიერ აღნიშნული საქმიანობის და ქმედებების განსახორციელებლად დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესი დგინდება საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების  მინისტრის ბრძანებით.“.

მუხლი 2.  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი       ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია