„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის N26 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
37
მიმღები ორგანო
ხობის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-05-10
გამოქვეყნების თარიღი
2011-05-20
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.106.016030
„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის N26 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №37

2011 წლის 10 მაისი

ქ. ხობი                                                       

„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №26 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №26 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 110307104, 21.03.2011 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილების დანართის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) დადგენილების დანართის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:

„გ) განახორციელოს ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირება კანონმდებლობის შესაბამისად;“;

გ) დადგენილების დანართის მე-7 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემა საქართველოს კანონმდებლობისა და საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;“;

დ) დადგენილების დანართის მე-7 მუხლის „უ“ და „ფ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

2. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                   მ. ჭოხონელიძე

კრებსითი — სრული ვერსია