"სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის №174 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
201
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-05-13
გამოქვეყნების თარიღი
2011-05-17
სარეგისტრაციო კოდი
240140000.10.003.016361
"სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის №174 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №201

2011 წლის 13 მაისი

ქ. თბილისი

 „სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის №174 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑20 მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება „სახელმწიფოს წილობრივი მონაწილე­ობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწი­ლებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტი­ლების მიმღები კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვ­რის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის №174 დად­გენილებაში (სსმ, 15.04.2011წ.) და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი სახელ­მწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განა­წილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გა­და­წყვეტილების მიმღები კომისია განისაზღვროს შემდეგი შემადგენ­ლობით:

საქართველოს ფინანსთა მინისტრი – კომისიის თავმჯდომარე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრა­დი განვითარების მინისტრი – კომისიის წევრი

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი –        კომისიის წევრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე – კომისიის წევრი

საქართველოს რეგიონული განვი­თარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე – კომისიის წევრი

სსიპ – საწარმოთა მართვის სააგენტოს თავმჯდომარე –        კომისიის წევრი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფისკალური პროგნოზირების დეპარ­ტამენტის უფროსის მოადგილე – კომისიის წევრი.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი   ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია