„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ორგანული კანონი
დოკუმენტის ნომერი
3237
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2004-01-14
გამოქვეყნების თარიღი
2004-01-24
სარეგისტრაციო კოდი
110.060.000.04.001.001.435
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონი

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (პარლამენტის უწყებანი, №46, 3.12.1997, გვ.29) 42-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სახელმწიფოსათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით პროკურატურის მიერ ამოღებული თანხები მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე

თბილისი,

2004 წლის 14 იანვარი.

№3237–რს

კრებსითი — სრული ვერსია