ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №21
2011 წლის 6 მაისი
ქ. ქარელი
,,დასახლების საჭიროებების განსაზღვრისა და პრიორიტეტების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
1. ,,დასახლების საჭიროებების განსაზღვრისა და პრიორიტეტების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 მარტის №15 დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. დამტკიცდეს დასახლების საჭიროებების განსაზღვრისა და პრიორიტეტების დადგენის წესი“.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე პ. ღვინიაშვილი