„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის №16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
22
მიმღები ორგანო
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-05-06
გამოქვეყნების თარიღი
2011-05-17
სარეგისტრაციო კოდი
200130000.35.117.016055
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის №16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2011 წლის 6 მაისი

ქ. ამბროლაური

 „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის            №16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის შესაბამისად, „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთების დამტკიცების შესახებ“, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის №16 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ მუხლი 1. განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის შემდეგი წლიური განაკვეთები (ლარი/ჰა):

ა) სათიბებისათვის (გარდა გაკულტურებულისა) – 1 ჰა -ზე 3.75 ლარი;

ბ) გაკულტურებული სათიბებისათვის – 1 ჰა -ზე 16 ლარი;

გ) საძოვრებისათვის (გარდა გაკულტურებულისა) – 1 ჰა -ზე 2.25 ლარი;

დ) გაკულტურებული საძოვრებისათვის – 1 ჰა -ზე 15 ლარი;

ე) საკარმიდამო მიწებისათვის (კარგი და მწირი) – 1 ჰა -ზე 61 ლარი;

ვ) სახნავი, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული და სხვა მიწებისათვის (კარგი და მწირი) – 1 ჰა -ზე 61 ლარი;

ზ) ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწებისათვის – 1 ჰა -ზე 3 ლარი;

თ) ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეების მიწებისათვის – 1 ჰა -ზე 20 ლარი.“.

2. დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ მუხლი 5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.“.

მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                           კ . ფარჯანაძე

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია