საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3207
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2003-12-31
გამოქვეყნების თარიღი
2003-12-31
სარეგისტრაციო კოდი
270.000.000.05.001.001.428
საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის (საქართველოს  სსრ უმაღ­ლესი საბჭოს უწყებები, 1973 წ., №6, მუხ.118) 2421 მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემ­დეგი რედაქციით:

„2. ამ კოდექსის მე-80 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული:

ა) დანამატი ხელფასზე (2003 წლის 1 სექტემბრისათვის არსებულ ოდენობაზე) გაიცემა:

ა.ა) 2003 წლის 1 სექტემბრიდან – 25 პროცენტი;

ა.ბ) 2004 წლის 1 სექტემბრიდან – 35 პროცენტი;

ა.გ) 2005 წლის 1 სექტემბრიდან – 50 პროცენტი;

ბ) დანამატი პენსიაზე გაიცემა „საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.“;

ბ)  მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

„4.  ამ კოდექსის მე-80 მუხლის მე-3 ნაწილი ძალაში შევიდეს „საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი    ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2003 წლის 31 დეკემბერი.

№3207 – რს

კრებსითი — სრული ვერსია