„ვაზისა და ღვინის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
4550-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2011-04-19
გამოქვეყნების თარიღი
2011-05-05
სარეგისტრაციო კოდი
340050000.05.001.016289
„ვაზისა და ღვინის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №23-24, 30.06.1998, გვ. 37) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 31-ე მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. 332 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დეგუსტაცია სავალდებულოა ექსპორტისათვის განკუთვნილი ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინოების შესაბამისობის სერტიფიკატის გასაცემად, ხოლო დანარჩენი ღვინოების შემთხვევაში დეგუსტაცია ნებაყოფლობითია და მას დაკვეთის საფუძველზე ახორციელებს „სამტრესტთან“ შექმნილი მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისია.“.

 მუხლი 2.  ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                            მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 19 აპრილი.

№4550-Iს

კრებსითი — სრული ვერსია