ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №24
2011 წლის 4 მაისი
ქ. ხონი
ხონის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ. ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
ხონის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ. ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის №11 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ვებ პორტალი 110224025,04/03/2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
მუხლი 1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ხონის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ.“.
მუხლი 2. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტისა „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 აგვისტოს №603 ბრძანებულების შესაბამისად, ხონის მუნიციპალიუტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 2. დადგენილება ძალაშია კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. გელენიძე