სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
21
მიმღები ორგანო
სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-04-29
გამოქვეყნების თარიღი
2011-05-10
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.108.016041
სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №21

2011 წლის 29 აპრილი

ქ. სენაკი

„სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

1.  „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №6 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2.  „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად“.

2. „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №6 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს გამგებლის დავალებით ახორციელებს ერთ-ერთი მოხელე.“;

ბ) დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;

ბ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვას;

გ) წინადადებების შემუშავებას სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;

დ) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;

ე) სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;

ვ) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების მართვას;

ზ) სხვა ორგანიზაცია-დაწესებულებებისათვის სპორტულ და ახალგაზრდობის საქმეთა საქმიანობაში მეთოდური დახმარების გაწევას;

თ)  მუნიციპალიტეტის მასშტაბით სპორტული შეჯიბრებების მოწყობის; მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების კოორდინაციას;

ი) სპორტის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩინებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობას;

კ) საჭირო შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის გამგებელთან შეთანხმებით, ამა თუ იმ დარგის სპეციალისტების მოწვევას;

ლ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების სფეროების მიხედვით განაწილების თაობაზე წინადადებების მომზადებას და წარდგენას;

მ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არასამეწარმეო იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაციას;

 ნ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“;

გ) დებულების მე-4 და მე-5 მუხლები ამოღებულ იქნეს.

3. დადგენილება ძალაშია „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

   საკრებულოს თავმჯდომარე              ბ. ნარმანია

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია