„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
31
მიმღები ორგანო
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-04-28
გამოქვეყნების თარიღი
2011-05-04
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.158.016039
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №31

2011 წლის 28 აპრილი

ქ. ბოლნისი                                               

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების  გადასახადის შემოღების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების  გადასახადის    შემოღების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის №23 დადგენილებაში (ვებგვერდი, 04.04.2011 წ.) შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე):

№

მიწის კატეგორიები

გადასახადის განაკვეთები ლარი/ჰა

1

კარგი და მწირი ხარისხის სხვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი, საკარმიდამი და სხვა) მიწები

 100

2

სათიბი (მათ შორის გაკულტურებული)

 20

3

საძოვარი (მათ შორის გაკულტურებული)

 16

4

ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეები

 30

5

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები

 3

“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 31 მარტიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარე                    ნ. საბიაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია